დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
დღეს მზით მორთულების, მზის შვილების დღეა.
"სადუნში” ყოველწლიურად აღინიშნება 21 მარტი, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე.
სკოლის ფსიქოლოგის, მაიკო გორგოძის ხელმძღვანელობით მოსწავლეები საუბრობენ დაუნის სინდრომზე, მის მახასიათებლებზე, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე, აწყობენ შემოქმედებით სივრცეს. ღონისძიებათა მიზანი საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
"სადუნი” არ არღვევს ტრადიციას. ჩვენ ყველანი ერთად მზის შვილები ვართ!
სკოლის ფსიქოლოგი, ქ.-ნი მ. გორგოძე მადლობას უხდის დაწყებითი საფეხურის კოორდინატორ-დამრიგებლებსა და მშობლებს ღონისძიებაში ჩართულობისთვის, მხარდაჭერისთვის.
2021-04-15