1
დირექტორის გვერდი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენი სკოლის ვებ-გვერდზე.
2
ადმინისტრაცია
ადმინისტრაცია განსაზღვრავს სკოლის განვთარების სტრატეგიას.
3
ჩვენ შესახებ
ჩვენი მიზანია ეროვნული ღირებულებების, თავისუფალი პიროვნების აღზრდა.




 

სკოლის ბრენდირება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული სკოლების ბრენდირების პროექტის ფარგლებში  შპს საერო საშუალო სკოლა-კომპლექს ”სადუნს” ცხრა ვარსკვლავი მიენიჭა.    სკოლის შეფასების მაქსიმალური შკალა ათი ვარსკვლავით განისაზღვრა. სკოლას მეათე ვარსკვლავი აკრედიტაციის შემდეგ მიეცემა.

ავტორიზაცია

ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან . ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის სგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის.

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულების“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის შესაბამისად, შპს- საერო საშუალო სკოლა-კომპლექს ,,სადუნს“ მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრა 670-ით.

 

1. სასკოლო და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობა

  • (მეშვიდე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით) სასკოლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობდა --- 68 მოსწავლე;
  • მეორე ტურში გადავიდა ---5;
  • მესამე ტურში კი ---2
  • ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების რაოდენობა საგნების მიხედვით - 2 ინგლისური
  • საერთაშორისო მათემატიკურ თამაშ-კონკურს ”კენგურუ”-ში მონაწილეობა მიიღო ათმა მოსწავლემ; პირველადგილოსნები გახდნენ ანა ლეჟავა და ვ. სანაკოევი

2. კონფერენციებში, კონკურსებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა

2010 - 2011 სასწავლო წელს ტრადიციულად მოსწავლეთა დიდი აქტივობა შეინიშნებოდა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში;

 

 

  • II ტურში გადავიდა: ქართული ენა და ლიტერატურა - 12 მოსწავლე; უცხო ენა - 30; ისტორია - 6; გეოგრაფია - 9; მათემატიკა - 1; ბიოლოგია - 4; ქიმია - 3.
  • III ტურში გადავიდა: მარიამ დარცმელია, რუსუდან ბრაგვაძე, ბექა გელაშვილი, ანა ციციშვილი.
  • ფინალში გავიდა ანა ციციშვილი.

კავკასიის აკადემიური ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგნობრივ ოლიმპიადაში, ზოგად უნარ-ჩვევებში მეორე ადგილი დაიკავა - გიორგი ცინცაძემ. ხოლო საპრიზო ადგილზე გავიდა - ოთარ ფუტკარაძე.

 

 

2010 - 2011 შესარჩევ ტურში გადავიდნენ:

III კლასი - 22 მოსწავლე; IV კლასი - 18 მოსწავლე

V კლასი - 16 მოსწავლე ;VI კლასი - 10 მოსწავლე

 

 

 

 

 

 

2009 2010 სასწავლო წელს სამინისტროს მიერ ინიცირებულ შემდეგ კონკურსებში მონაწილეობდა ჩვენი სკოლა - პროექტი ”საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ 1921-2008 წლებში”; მონაწილეობდნენ IX-XII კლასელები; რაიონში პირველი ადგილი ჩვენმა სკოლამ აიღო; კონკურს ”კალიგრაფია”-ში მონაწილეობდა 20 მოსწავლე; დედა მიწის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი -25 მოსწავლე; შიდსის დღისადმი მიძღვნილი პროექტი-25მოსწავლე; ენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი - 2 მოსწავლე;

  • მათემატიკურ კონკურს ”ევერესტი XXI”-ში მონაწილეობა მიიღო 10-მა მოსწავლემ, გაიმარჯვა-ანა ლეჟავამ,
  • საქართველოს უნივერსიტეტის ენების ცენტრმა ინგლისურ და გერმანულ ენებში ჩაატარა რესპუბლიკური ტური ”ბილინგვა”, რომელშიც II-III კატეგორიის სერთიფიკატები აიღო თერთმეტმა მოსწავლემ და (Miss British Accent)-ის ტიტული მიანიჭეს ანა ციციშვილს; გოეთეს ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ პროექტში ”გერმანული ცხოვრების წესი” მონაწილეობდა მიიღო 10-მა მოსწავლემ. -ჩვენი ორი მოსწავლე პროექტ ”ნიჭიერის” ფინალისტი გახდა, პროექტ ”ეტალონში” მონაწილეობა მიიღო ათმა მოსწავლემ, მუსიკალური კონკურსი ”ბავშვთა ხმები” - ნიჭიერ ბავშვთა ფორუმი მონაწილეობა მიიღო 5-მა მოსწავლემ.

შიდა სასკოლო კონკურსიები და პროექტები: შემეცნებითი პროექტები - ”რა?სად?როდის?”; ”ევგენი ონეგინი”; ინტეგრირებული პროექტი ქართული ისტორია ”აბო თბილისის მფარველი”; ”ეს დალოცვილი ინგლისი”; ჟურნალები- ”მზიური”; ”გოეთე”; ”ესპანეთი”;”ჩატურანგა”; პროექტი ”ჯემალ ქარჩხაძე”(ვებ-გვერდის პრეზენტაცია ჩატარდა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, რომელსაც ესწრებოდა უამრავი მწერალი, ლიტერატორი, მწერლის ოჯახის წევრი და მეგობარი, პრეზენტაცია ტელევიზიითაც გაშუქდა ); პროექტი ”საინტერესო სტუმრები” პროექტის ფარგლებში სკოლას სტუმრობდნენ: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გრივერ ფარულავა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ლევან ბრეგაძე;”ეგზოტიკური ქვეყნების პრეზენტაცია ტურიზმის კუთხით”; ”ინგლისის ვარდი-პრინცესა დიანა”, ინტეგრირებული პროექტი”მეორადი ენები და გეოგრაფია ”,”კულტურული ურთიერთობა რუსულ კლუბთან”,ქიმიური ვიქტორინა - ”ჩვენ და სამყარო”; სადამრიგებლო პროექტები :”ზღაპრების სამყაროში”, ”ეგვიპტე - საოცრებათა ქვეყანა”, ”საბერძნეთი-მითების სამშობლო”, ”დიდები და პატარები”, ”ქვეყნები და ადამიანები”, ”სამყაროს შექმნა და პლანეტები”,”საინფორმაციო დღე უმცროს კლასელებისათვის”, ”აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება”, ”ტურისტული სააგენტო”, ”აღმოაჩინე საკუთარი თავი”, ”დიდი ადამიანები”, ”საქართველოს ეკლესია-მონასტრები”, ”ერთი დღე მასწავლებლად ”, ”ზნეობა და სახოგადოება”, ”თანამედროვე ქართველი პოეტები”, ”ქრისტეს ვნებანი და ბრწყინვალე აღდგომა”, ”პატრიარქი-ერის სულიერი მამა”, ”თანამედროვე ლუარსაბები”, ”ევროპის ქვეყნები”, ”რას წერენ გაზათებში”, ”გარდაცვლილ პოეტთა საზოგადოება”, ”თინეიჯერული ცხოვრება 13-იდან 19-მდე”,”მწვანე რევოლუცია”, ”ფსიქოლოგიური დამოკიდებულების სინდრომი”, კონფერენციები: გეოგრაფია: ”ბუნების სტიქიური მოვლენები”-” მიწისძვრა”, ”ვულკანი”,” ღვარცოფი”,” მეწყერი”, ”გლობალური დათბობა”; ”საერთაშორისო ორგანიზაციები”-”გაერო”, ”წითელი ჯვარი”, ”ნატო”, ”ინტერპოლი”, ”ევროკავშირი”, ”ევროსაბჭო”, ”გრინფისი”. ქართული: ბრბოს ფსიქოლოგია - გ. ლეონიძის ”მარიტა”,მ.ჯავახიშვილის ”ჩანჩურა”, რ. აკუტაგავას ”ქრისტიანის სიკვდილი”; აღზრდის მეთოდი - სულხან-საბა ორბელიანი მემკვიდრის აღზრდა, დავით გურამიშვილი- ”სწავლა მოსწავლეთა”, ქენძაბურე ოუ - ”დაკარგული ახალგაზრდობა” საადი - ვარდნარი; ქიმია: ნიკოტინი - ადამიანის ჯანმრთელობის მტერი; ნახშირბადი - სიცოცხლის ელემენტი; ფოსფორი - აზროვნების ელემენტი; ბიოლოგია: გენეტიკური დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიეტა და სწორი კვება; ადამიანის ევოლუცია; გერმანული: საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაციები. შემოქმედებითი პროექტები : ”ბაბაჯანას ქოშები” , ”ანბანის დაბადების დღე” –(ინგლისურენოვანი სპექტაკლი), ”არიციას თავგადასავალი”( რუსულ ენაზე),”ლიხს იქით და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეს ” (ფოლკლორული საღამო), ”ტომ სოიერის თავგდასავალი” (მარკ ტვენის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი), ”მშობლიურ ხეთა ჩრდილებში” (გ.ლეონიძის შემოქმედების მიხედვით). ”პატრიარქი - ერის სულიერი მამა”(სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 32 წლისადმი მიძღვნილი საღამო) ”ჩემს თანადედამიწელებს...” (თანამედროვე ქართული პოეტების შემოქმედების მიხედვით). ”ჯაზის საღამო” ,გამოსაშვები საღამო ”სადუნობა 2010”.

  • სკოლას 3 ოქროს მედალოსანი მოსწავლე ჰყავს;
e-mail: schoolsaduni@yahoo.com










 

01. სტუმრად ”სადუნში” 
სკოლის პრიორიტეტია, ღირებული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია.
02. სადამრიგებლო პროგრამა
დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება.
03. სასკოლო ინიციატივები
”სადუნის” ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროექტ ”ირმის ნახტომის მხარდაჭერით განხორციელდა კონკურსი ”ილია და თანამედროვეობა”.
ყოფილი ”სადუნელები”
ვინ სად არის ახლა?
ალუმნაის პროექტი
”ყოფილი სადუნელები”